„საქართველოს ეროვნული ლატარია“ - მოქალაქემ 2 ლარად 55 893 ლარი მოიგო

„საქართველოს ეროვნულ ლატარიას“ კიდევ ერთი იღბლიანი მოგებული ადამიანი შეემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ეროვნულ ლატარიიდან“ აცნობეს, გიორგი ნოზაძემ ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის’’ ბილეთი თბილისში, ,,დინამო’’ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოტოს ჯიხურში შეიძინა და 2 ლარად 55 893 ლარი მოიგო.

„მის მიერ არჩეული ციფრების კონბინაციამ გიორგი ნოზაძეს ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის 29 -ე გათამაშებაში მე-2 საპრიზო კატეგორია მოაგებინა. გიორგიმ 5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი გამოიცნო. მან ციფრები შემთხვევითობის პრინციპით შემოხაზა, მეორე დღეს კი, ბილეთის გადასამოწმებლად იმავე ჯიხურს მიაკითხა და გაიგო, რომ მისმა ბილეთმა 55 893 ლარი მოიგო. გიორგი ნოზაძე 28 წლისაა და მას კერძო სარემონტო ბიზნესი აქვს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს ეროვნული ლატარიის გამარჯვებული ამბობს, ლატარიას თამაშობს, თუმცა არც ისე ხშირად.

„პატარა თანხებს ყოველთვის ვიგებდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე დიდი თანხის გამარჯვებული გავხდებოდი. ვთვლი, რომ იღბლიანი ვარ და ლატარიას მომავალშიც აუცილებლად ვითამაშებ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ამხელა თანხის მოგება. ყველას ვუსურვებ მსგავსი სიხარულის განცდას,“ – განაცხადა ნოზაძემ.

„საქართველოს ეროვნული ლატარეის“ ინფორმაციით, გიორგი ნოზაძემ უკვე მიიღო მოგებული თანხა. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ლატარიას 17 მარტიდან, მაშინ როდესაც ოპერირება დაიწყო დღემდე, მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 4 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო მოგებული ბილეთების რაოდენობა ნახევარმილიონს აჭარბებს.

„სულ მალე, კი ლატარიის ერთგულ მომხმარებელებს და მათ ვისაც ჯერ არ დაუწყია თამაში, შესაძლებლობა ექნება ,,ლოტო 6/36’’-ის ბილეთები ონლაინ, „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ვებგვერდის www.lotto.ge-ის საშუალებით შეიძინონ და გამარჯვებულები გახდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა