„თბილისის მიკროავტობუსმა“ მძღოლებს გაგრილების სისტემის ჩართვის შესახებ მითითება მისცა

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემის ჩართვის შესახებ ყველა მძღოლს მითითება მისცა, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სპეციალურ განცხადებაში.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომლის მიხედვითაც უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება გაცნობებთ, რომ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ ყველა მძღოლს მისცა მითითება სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემის ჩართვის შესახებ. ასევე, კიდევ ერთხელ გაცნობებთ-მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდისთვის კომპანიამ ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო მზადება, მოხდა კონდენცირების სისტემასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა მთლიან ავტოპარკში, ხოლო ნაწილი მათგანი მთლიანად შეიცვალა. ოთხ თვიანი ინტენსიური სამუშაოების საფასურის, 500 000 ლარის ანაზღაურება მოხდა კომპანიის ბიუჯეტიდან.

კომპანიის მხრიდან ძალაში რჩება იმ მძღოლების წახალისების სისტემა, რომელთა შესახებაც განსაკუთრებით ცხელი დღეების განმაბლობაში მონიტორინგის სამსახურში არ დაფიქსირდება პრეტენზიები, კონდენციონერის ჩართვის გამოწვეული მომატებულ საწვავის ხარჯის დაფინანსება ასევე მოხდება „თბილისის მიკროავტობუსის“ ბიუჯეტიდან.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სთხოვს ყველა მომხმარებელს იმ შემთხვევაში თუ მძღოლი არ ჩართავს სატრანსპორტო საშუალებაში ჰაერის გამაგრილებელს, დარეკოს კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ნომერზე: 032 2 200 340 და შეტყობინების სახით დატოვოს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ან მძღოლის სახელი და გვარი, ამ ინფორმაციის წერილობითი სახით განთავსების ვალდებულება აქვთ მძღოლებს, წინა საქარე მინასთან“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა