ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, დიდი ოდენობით საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

„საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ბრალდებულები, მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდნენ ავტომანქანის ძრავის ზეთის მწარმოებელი კომპანია „მობილის“ სასაქონლო ნიშანს და აღნიშნული ბრენდის სახელით, რეალიზაციას უკეთებდნენ ძრავის დაბალი ხარისხის იაფფასიან ზეთს.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელში დაფასოებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, ჯამში 800 ლიტრი ავტომანქანის ძრავის ზეთი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა