ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ინიციატივით და ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ქვევრისა და ქვევრში დაყენებული ღვინოების პოპულარიზაციასა და ხარისხის ზრდას, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საუკეთესო ნიმუშების გამოვლენას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულ 80 ნიმუშს ოქროს და ვერცხლის დიპლომები გადაეცათ.

გამარჯვებულები წელს უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში 70 კომპანიის 200 ნიმუში გასინჯა და შეაფასა.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად ქვევრის სიმპოზიუმის ფარგლებში, 2017 წელს ჩატარდა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო ქვევრის ღვინის 150 ნიმუში საქართველოდან და უცხოეთიდან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა