ლელა სტურუა - „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის“ მოქმედების უკეთ გასაკონტროლებლად, სპეციალური აპლიკაციის თაობაზე 112-თან მოლაპარაკება მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლელა სტურუას განცხადებით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მოქმედების უკეთ გასაკონტროლებლად, სპეციალური აპლიკაციის თაობაზე 112-თან მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისი თქმით, მოქალაქეებს შეეძლებათ გადმოტვირთონ აპლიკაცია, რომელიც საგანგებოდ ამ მიზნით შეიქმნება.

„აპლიკაციით შეგეძლებათ აკრძალულ ადგილზე თამბაქოს მოწევის ფაქტის გადაღება, მიაწერთ კომენტარს და გადააგზავნით შესაბამის მისამართზე. ვინ იქნება ამ მისამართის უკან, 112 თუ სხვა ოპერატორი, ამ ეტაპზე სწორედ აღნიშნულ საკითხზე ვმსჯელობთ“, - აცხადებს ლელა სტურუა.

მისივე თქმით, აღნიშნული აპლიკაცია მნიშვნელოვნად შეუმცირებს საქმეს მაკონტროლებელ ორგანიზაციებს, მათ შორის, მთავარ მაკონტროლებელს, საპატრულო პოლიციას და საზოგადოება უფრო ეფექტურად შეძლებს დახურული სივრცის თამბაქოს კვამლისგან დაცვას.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, აპლიკაცია მზად სავარაუდოდ შემოდგომამდე იქნება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს