აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს

საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ტრეფიკინგის შესახებ 2018 წლის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა გამოიჩინა.

„საქართველოს მთავრობამ სერიოზული ძალისხმევა გამოიჩინა. კერძოდ, განახლებული იყო მსხვერპლის იდენტიფიცირების მიზნით ინსტრუქციები სამართალდამცველებისთვის, მათ შორის ტრეფიკინგის მსხვერპლთა მოპყრობის ინსტრუქციები. მთავრობამ უფრო მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირება მოახდინა და მათ ზრუნვის ყოვლისმომცველი პროგრამა შესთავაზა. წლის განმავლობაში მთავრობამ შექმნა და გასცა გრანტი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რათა აღნიშნულ სფეროში ცნობიერების ამაღლების კამპანია გამართულიყო 10 ქალაქში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე გაწერილია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის. კერძოდ, ძალისხმევის გაუმჯობესება, რათა უფრო აქტიურად მოხდეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოვლინება; შრომის ინსპექტორების ჩართვა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში; ტრეფიკინგში ჩართული პირების მკაცრი დევნა, გამოძიება და გასამართლება; სამართალდამცველების შესაძლებლობების გაზრდა, რათა კომპლექსური საქმეები გამოიძიონ; ზომების მიღება, რათა ტრეფიკინგის მსხვერპლი უზრუნველყოფილი იქნეს კომპენსაციით და იურიდიული დახმარებით; გამჭვირვალე გახდეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობა; სრულად ამოქმედდეს კანონი, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის დოკუმენტების უფასოდ გადაცემას ითვალისწინებს; ასევე შეიქმნას უწყებათაშორისი სტრატეგია, რომელიც იძულების წესით მათხოვრობის შემთხვევებს აღმოფხვრის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა