მთავრობა ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციას იწყებს

საქართველოს მთავრობა ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციას იწყებს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, შესაბამისი პროექტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

„ევროპის ყველა ქვეყანაში არსებობს ასეთი ელექტრონული ბაზა. საქართველოში ჩვენ პილოტირების რეჟიმში გვქონდა მევენახეობის კადასტრი, რომელიც ფარავდა რამდენიმე საინტერესო რეგიონს. დღეისთვის ჩვენ ვაპირებთ მთელი საქართველოს ფერმერებს მივცეთ საშუალება, რომ მათი მონაცემები ავსახოთ ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ეს მოგვცემს უკეთესი ინტერაქციის საშუალებას. ფერმერები მიიღებენ ინფორმაციას ყველა იმ სახელმწიფო პროექტის შესახებ, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ. ამავე დროს გვექნება საშუალება, ფერმერებისგან მივიღოთ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. ეს გააუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკას და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვისაც, რომ დავინახოთ სექტორის დინამიკა და უკეთესად დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა. მათ შორის ჩვენ გვექნება სრული საკონტაქტო ინფორმაცია ყველა ფერმერისგან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, პროექტი წელს დაიწყება და პირველ ეტაპზე მოხდება ყველა იმ მონაცემთა ბაზის და სისტემის გაერთიანება, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში არსებობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა