6 ივლისს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ატარებს აქციას „იკითხე სიმწვანეში“

6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ატარებს აქციას „იკითხე სიმწვანეში“. “მარო მაყაშვილის ბაღში ვეპატიჟებით ყველას, ვისაც უყვარს მცენარეები და თუნდაც თითო ქოთნის მცენარეს, ყვავილს, ნერგს, ბოლქვს და ა.შ. გაიმეტებს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის. შემოწირული მცენარეები ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ გამოცემებთან ერთად განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ვაჟა-ფშაველას დარბაზში, რომელიც მის დაბადების დღეს, 14 ივლისს, გაიხსნება.

მცენარეების ნაწილი კი ეროვნული ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის ულამაზეს ბაღში და ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში დაიდებს ბინას.

აქციის ამსახველი ვიზუალური მასალა განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის „ფეისბუკის“ გვერდზე“, - ნათქვამია ბიბლიოთეკის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა