“სვანეთი ჰიდროს“ მხარდაჭერით, მესტიაში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

დღეს “სვანეთი ჰიდროს“ მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშნებელობა დაიწყო.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ “სვანეთი ჰიდროდან“ აცნობეს, ცენტრის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს მიაწოდოს მათთვის საჭირო სერვისები. აღსანიშნავია, რომ “სვანეთი ჰიდრო“ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაში 65 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

“პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრი 150 ბენეფიციარს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ცენტრი მესტიაში პირველად შენდება და სარეაბილიტაციო პროგრამები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით შეიქმნა.

InterPressNews.Geაღსანიშნავია, რომ კომპანია “სვანეთი ჰიდრო“, რომელიც მესტიაჭალა ჰესს აშენებს, ადგილობრივი მოსახლოების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად სხვადასხვა მიმართულების სოციალურ პროექტებზე მუშაობს, მათ შორის მნიშვნელოვანია განათლების, სპორტისა და ტურიზმის ხელშეწყობა. „სვანეთი ჰიდრომ“ მესტიის მოსახლეობის მხარდასაჭერად ამ დრომდე 1 მლნ ლარზე მეტის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა“, - ნათქვამია “სვანეთი ჰიდროს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა