PowerPoint Karaoke თბილისში მეორედ გაიმართება

PowerPoint Karaoke თბილისში მეორედ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში სტარტაპერებს, განსხვავებული პროფესიის ადამიანებს და სტუდენტებს „ტერმინალში“ გართობასთან ერთად PowerPoint -ის ტრადიციული პრეზენტაციები ელით.

PowerPoint Karaoke, რომელიც 2006 წელს ბერლინში შეიქმნა, Zentrale Intelligenz Agentur-ის პროექტია, რომელიც ხელოვანებსა და მწერლებს აერთიანებს. ღონისძიებები მსოფლიოს ბევრ ქალაქში იმართება.

PowerPoint Karaoke გაძლევთ საშუალებას, ჩვეულებრივი ორშაბათი სულ სხვაგვარ დღედ აქციოთ - ნაკლებ სტრესულად და მეტად მხიარულად. გაქვთ შანსი, გაიცნოთ და შემდეგ - შეეჯიბროთ ადამიანებს, რომლებიც, შესაძლოა, თქვენი თანამოაზრეები იყვნენ, ასევე - განავითაროთ პრეზენტაციების უნარი. სახელის მიუხედავად, სიმღერა ღონისძიებაზე საჭირო არ არის და მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას - მათ, ვისაც აქტიურობა სურთ და მათაც, ვისაც - უბრალოდ დასწრება და გართობა ურჩევნია.

ვიდრე ღონისძიება დაიწყება, ორგანიზატორები მოამზადებენ PowerPoint პრეზენტაციებს სხვადასხვა თემაზე. ღონისძიების მსვლელობისას, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია აიღოს მიკროფონი, დადგეს აუდიტორიის წინაშე და ექსპრომტად წარადგინოს პრეზენტაცია, რომლის შესახებ წინასწარ არაფერი ეცოდინება.

თითოეული პრეზენტაციის შემდეგ, ჟიური (სპონსორები და ორგანიზატორები) და აუდიტორიის წევრები სპიკერებს სამ კითხვას დაუსვამენ. თემასთან დაკავშრებით ღრმა ცოდნა საჭირო არ არის - მთავარია, სპიკერმა პასუხის, ანდა - პრეზენტაციის დროს იმპროვიზაციის უნარი გამოავლინოს.

მონაწილეებს შეუძლიათ, პრეზენტაცია წარადგინონ ინგლისურ, ქართულ ან - ნებისმიერ სხვა ენაზე.

გამარჯვებულები და ყველა ის ადამიანი, ვინც პრეზენტაციას წარადგენს, ძვირფას პრიზებს მიიღებენ.

PowerPoint Karaoke-ს ორგანიზატორები არიან Tbilisi Startup Bureau და „ტერმინალი“.

ღონისძიების პარტნიორები არიან Grant Thornton Georgia,

Taxify Georgia, Kedari Ventures, Blue Ocean Success Library, Panophobia, Urban Garden, Estrella Damm, „ნაბეღლავი“.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ : TKT.ge, Eventer.ge, and Biletebi.ge.

(R)