ნიკოლოზ გაგუა - დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმის ფარგლებში უკვე 226 მლნ ლარია დაბრუნებული

ფინანსთა მინისტრის ნიკოლოზ გაგუას თქმით, დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, 6 თვის მდგომარეობით, დაბრუნებულია 226 მლნ ლარი, რაც უკვე აღემატება 2017 წლის წლიურ მაჩვენებელს.

მისივე თქმით, დადებითი დინამიკაა საგადასახადო შემოსავლების კუთხით. „ჩვენ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 6 თვის მაჩვენებელს 140 მილიონ ლარზე მეტი გადაჭარბებით შევასრულებთ. ასე რომ, გაგრძელდება ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე, რაც ხელს შეუწობს კერძო სექტორის გაძლიერებას, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი