თამარ ხულორდავა ევროპის სახალხო პარტიის კულტურათა და რელიგიათა შორის ჯგუფს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, ევროპის სახალხო პარტიის კულტურათა და რელიგიათა შორის ჯგუფის წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ევროპარლამენტის წევრები, ევროპის „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიიდან“, რომლებიც კულტურული და რელიგიური დიალოგის მიმართულებით მუშაობენ, საქართველოში ევროპული ინტეგრაციას ეცნობიან და ამ პროცესში რელიგიის, ეკლესიისა და კულტურის როლს განიხილავენ.

თამარ ხულორდავამ და ევროპარლამენტარებმა პოლონეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ისაუბრეს რელიგიის როლზე საზოგადოების განვითარებაში და სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკისა და ღირებულებების დისკრედიტაციას ემსახურება. პარლამენტის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს გააძლიერონ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მათი ინფორმირების ამაღლებისთვის, რათა უკეთ გამოვლინდეს ევროპასთან დაახლოების პროცესის სარგებელი.

თამარ ხულორდავას თქმით, ევროკავშირი არის სივრცე, რომელიც ყველას აძლევს საკუთარი კულტურის განვითარების საშუალებას. „ვისაუბრეთ რელიგიის როლზე საზოგადოების განვითარებაში, იმ კულტურულ, რელიგიურ ასპექტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული თვითმყოფადობისთვის. ევროკავშირი არის სივრცე, რომელიც აფასებს და ყველას აძლევს საშუალებას განავითაროს საკუთარი კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა, შეინარჩუნოს კულტურული იდენტობა. ევროკავშირი სწორედ იმ საზოგადოების ოჯახია, რომელიც აფასებს კულტურულ განსხვავებულობას, რელიგიურ თავისებურებებს და ყველას აძლევს საშუალებას თავისი თავი იპოვოს და დაიმკვიდროს ამ თავისუფალ სივრცეში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპის სახალხო პარტიის წევრები ადასტურებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მნივშნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული ღირებულებებისა და მრავალფეროვნების დაცვაში.

ევროპარლამენტის წევრები, ევროპის „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიიდან“, ასევე საქართველოში რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა