გუდიაშვილის მოედანზე მორიგი არქეოლოგიური მასალა - მოჭიქული კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს

დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის "ახალი ტფილისი" ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი - დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, ასევე, საშუალო და მცირე ზომის ჭინჭილა აღმოჩნდა. ხუთივე ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ ცოტა ხნის წინ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა. კერამიკული ნაწარმი, შესაძლოა, გვიანი შუა საუკუნით დათარიღდეს.

გარდა ამისა, ერთ-ერთ ქვევრში სპილენძის აზარფეშა - გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა.

გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგების ზედამხედველობით, სამშენებლო კომპანიები - „ინსი“ და „ანაგი“ ახორციელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა