ესტონეთში აშშ-ს ელჩმა დონალდ ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილების გამო, თანამდებობიდან გადადგომის სურვილი გამოთქვა

ესტონეთში აშშ-ს ელჩმა ჯეიმს მელვილმა ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებთან მიმართებაში ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილების გამო, თანამდებობიდან გადადგომის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დიპლომატის ჩანაწერზე დაყრდნობით იუწყება.

„პრეზიდენტისგან იმის თქმა, ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ სარგებელი მიიღოს ამერიკისგან და თავს დაესხას ჩვენს ყულაბას, ხოლო ნატო ისევე ცუდია, როგორც NAFTA-ს შეთანხმება, არა მხოლოდ არ შეესაბამება ფაქტებს, არამედ იმასაც ადასტურებს, რომ დადგა დრო წავიდე“, - დაწერა ესტონეთში აშშ-ს ელჩმა.

ჯეიმს მელვილი 33 წელია, რაც დიპლომატიურ სამსახურშია. ის ესტონეთში აშშ-ს ელჩად 2015 წელს დაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა