სოფიო კილაძე ქალი მსჯავრდებულების პროტესტს სამართლიანად მიიჩნევს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ქალი მსჯავრდებულების პროტესტს სამართლიანად მიიჩნევს. როგორც კილაძემ აღნიშნა, სიცრუეა ის ინფორმაცია, რომელიც შემოწმებისას ქალი მსჯავრდებულების გაშიშვლებასა და ბუქნების კეთებას ეხება. კილაძის თქმით, შემოწმება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სკანერით ხორციელდება და ამას მოწმობს ის პროტესტიც, რომელსაც ქალი მსჯავრდებულები გამოთქვამენ.

"ეს იყო ნამდვილად ცრუ ინფორმაცია თითქოს ქალებს აშიშვლებენ და ბუქნებს აკეთებენ სასჯელაღსრულების სისტემაში. ადამიანებს აქვთ არჩევანის საშუალება. შეუძლიათ აირჩიონ სკანერით შემოწმება, მაშინ როდესაც მათ ჰქონდათ კონტაქტი გარესამყაროდან და იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია რაიმე აკრძალული ნივთების შემოტანის სასჯელაღსრულების სისტემაში, ამისთვის კეთდება ეს. აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევაში ისინი ირჩევენ სკანერს. ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევაა, მაგალითად როცა ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანზეა საუბარი, მისივე თხოვნით შესაძლებელია, რომ გინეკოლოგმა ჩაატაროს ეს შემოწმება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დანარჩენ შემთხვევაში ეს არის ცრუ ინფორმაცია. არ ვიცი რატომ გავრცელდა, მაგრამ ცალსახად ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება ქალების შიმშილს, მათ ჰქონდათ პროტესტი, იმ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, მაშინ როდესაც ასეთ პრაქტიკას ნამდვილად არ აქვს ადგილი და მათი მხრიდან ასეთი პროტესტი სამართლიანია", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა