2 ივლისს, კონფერენცია „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ გაიმართება

2 ივლისს, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი ჩაატარებს კონფერენციას - „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“. კონფერენცია სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აცნობეს, აღნიშნული კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდება.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე შეფასდება საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.

„კონფერენციის ფარგლებში ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარადგენს თავის სამოქმედო გეგმას. კერძოდ, ორგანიზაცია აპირებს ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით მოქალაქეებისათვის საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ტექინსპექტირების საჭიროებასთან დაკავშირებით. ასევე, კვლევით ორგანიზაცია „ჯეოველთან“ თანამშრომლობით, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერსა და 2019 წლის მარტ -აპრილში, თბილისსა და რეგიონებში მდებარე ტესტირების ცენტრებში განხორციელდება ტესტირების პროცესის მონიტორინგი. საზოგადოებას წარედგინება რეფორმის შეფასება, არსებული გამოწვევების შესახებ მიეწოდება ინფორმაცია და მათ აღმოსაფხვრელად მომზადდება რეკომენდაციები,“ - ნათქვამია ორგანიზაციის “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სუზან კუტორი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე არასამთავრობო, კერძო თუ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

როგორც ცნობილია, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება კომერციული თუ საჯარო იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ძალაში შედის მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან, მაღალ ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის -1-ლი ოქტომბრიდან , ხოლო ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის - 2019 წლის 1-ლი იანვრიდან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი