"ბლექ სი არენაზე“ ელტონ ჯონის კონცერტი მიმდინარეობს

შეკვეთილში, "ბლექ სი არენაზე“ ბრიტანელი ლეგედარული მუსიკოსის ელტონ ჯონის კონცერტი მიმდინარეობს. კონცერტის დაწყებამდე მსმენელებმა საკონცერტო დარბაზის ეზოში დამოტანჟებულ დიდ ეკრანზე მერვედფინალური მატჩი ნახეს, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ელტონ ჯონი მსმენელს როგორც ძველ, ასევე ახალ მუსიკალურ ჰიტებს შესთავაზებს.

კონცერტზე მყოფი ერთ-ერთი მსმენელი ნანუკა შატბერაშვილი ამბობს, რომ მსოფლიო დონის ვარკვლავის საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანია. InterPressNews.Ge

"ერთი წელია ელტონ ჯონის საქართველოში ჩამოსვლას ველოდები და დღეს მაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ კონცერტი დაუვიწყარი იქნება. ძალიან კარგი ფაქტია, რომ ამ დონის მუსიკოსი საქართველოში იმყოფება",- აღნიშნა ნანუკა შატბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი მუსიკოსი საქართველოში გასულ წელს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ბენდის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ჩამოვიდა.

ელტონ ჯონი კონცერტს "ბლექ სი არენას“ სცენაზე ხვალაც გამართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა