აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, „ვიზეარის“ თვითმფრინავს, რომელიც ქუთაისიდან დორტმუნდის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, ტექნიკური შემოწმება უტარდება

აეროპორტების გაერთიანება დორტმუნდის მიმართულებით „ვიზეარის“ რეისთან დაკავშირებით, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო, ინფორმაციას ავრცელებს.

„მგზავრთა საყურადღებოდ! ავიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი - დორტმუნდი, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე.

ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას“, - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, დორტმუნდის მიმართულებით მოძრავი „ვიზეარის“ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, არსებობს ინფორმაცია, რომ თვითმფრინავს მუხრუჭის პრობლემები შეექმნა.

„ვიზეარის“ თვითმფრინავით დორტმუნდის მიმართულებით უნდა გავფრენილიყავით. აფრენამდე 5 წუთით ადრე მფრინავმა გამოაცხადა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო რეისის შესასრულებლად, თუმცა აფრენიდან მალევე უკან დავეშვით. როგორც ამბობენ, თვითმფრინავს შეექმნა მუხრუჭის პრობლემები. არ ვიცით, ეს ინფორმაცია რამდენად დადასტურებულია, თუმცა დაშვება იყო ძალიან ხისტი. ასევე ამბობენ იმას, რომ თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩნდა კვამლი“, - განაცხადა მგზავრმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არიან და მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით კომპანიისგან ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

„ქაოსში ვართ. ჯერჯერობით არავის აქვს პასუხი იმაზე, რა მოხდა“, - აღნიშნა მგზავრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა