მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციიით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება. როგორც ჩხენკელმა ჟურნალისტებს 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში განუცხადა, კონდიციონერებს უცხოეთიდან ელოდებიან.

„2-5 ივლისის ჩათვლით არის მაღალი ტემპერატურა. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ პერიოდში ეროვნული გამოცდები ჩატარდება მხოლოდ დილის ცვლაში. ამ კვირის ბოლომდე ყველა ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერებით. კონდიციონერებს ველოდებით უცხოეთიდან და კვირის ბოლომდე დამონტაჟდება ყველა საგამოცდო ცენტრში. წელს პირველი წელია, როდესაც კონდიცირებით აღჭურვა ხდება საგამოცდო ცენტრების. ეს საკითხი ჩვენ დავძარით. მთავარი გამოწვევა არის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია, არსებული ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიციონერის დატვირთვას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რომელიც უძლებს კონდიციონერების სისტემას. ზოგადად, გამოსაცვლელია ელექტროქსელი ყველა სკოლაში და ეს აუცილებლად მოხდება მომავალი წლისთვის“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეროვნულმა გამოცდებმა ჩაიაროს ნორმალურ და კომფორტულ ვითარებაში.

„მიმდინარეობს და უკვე დასრულდა ზოგიერთი სკოლის კონდიცირებით აღჭურვა. სკოლების ნაწილში სპლიტ კონდიციონერები დამონტაჟებულია ყველგან, სკოლების ნაწილში არის შერეული სისტემა - ე.წ. მობილური კონდიციონერები და ვენტილატორები. ვენტილატორები და ცივი წყლის დისპენსერები ყველა საგამოცდო ცენტრშია“, - აღნიშნა მინისტრმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს