ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან საგამოცდო ცენტრების კონდინციონერებით აღჭურვაზე ფული იფლანგება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან საგამოცდო ცენტრების კონდინციონერებით აღჭურვაზე ფული იფლანგება. მისი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის 29 ივნისის ბრძანების საფუძველზე, ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა გამარტივებული შესყიდვის წესით ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მათ 20 კალენდარულ დღეში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2 მილიონი ლარის ღირებულების კონდინციონერები უნდა შეისყიდონ.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გვითხრეს, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდინციონერების დამონტაჟება ვერ მოხერხდებოდა, რომ ხმაურიდან გამომდინარე ეს აბიტურიენტებისთვის კარგი არ იქნებოდა. თუმცა, ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო კონდინციონერების შესაძენად. ეს არის პრემიერის ბრძანება, რომელიც 29 ივნისით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის თანახმად კონდინციონერების შესაძენად 20 კალენდარული დღეა მითითებული, თუმცა გამოცდები დღეს დაიწყო და ამ ვადაში ფაქტობრივად დასრულებული იქნება. ანუ, დახარჯავენ 2 მილიონს, იყიდიან 900 კონდინციონერს, მაგრამ რისთვის გამოიყენებენ გაურკვეველია. ფაქტობრივად, ეს თანხა იფლანგება. მნიშვნელოვანია ამას პრემიერმა გასცეს პასუხი, რადგან სწორედ მისი ბრძანებით ხდება ამ კონდინციონერების შესყიდვა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა