განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების ერთ უწყებაში გაერთიანების საკითხზე მმართველ გუნდში დამატებითი კონსულტაციები გაიმართება

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მომხრეა, რომ სახელოვნებო და სპორტული კომპონენტი განათლების სისტემაში გაერთიანდეს, თუმცა მიიჩნევს, რომ შემოქმედებითი კავშირების საკითხი დამატებით განხილვას საჭიროებს.

როგორც ჯაშმა აღნიშნა, ამ საკითხზე კონსულტაციები სავარაუდოდ კვლავ გაიმართება, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან.

"მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ განათლების სტრუქტურაში უნდა გაძლიერდეს სახელოვნებო და სპორტული კომპონენტი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ქოლგის ქვეშ უნდა მოექცეს ყველა სასწავლო დაწესებულება, მათ შორის თეატრალური, აკადემია, კონსერვატორია და ა.შ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დამატებითი განხილვა გვჭირდება მთლიან შერწყმასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, სპორტული ფედერაციების მართვის თვალსაზრისით რჩება საკითხები, რომლის მართვა პირველივე ეტაპზე სრული შერწყმით იქნება რთული. ეს არის საკითხი, რასაც დამატებით განვიხილავთ. დამატებით კონსულტაცია გვექნება უმრავლესობის ფორმატში, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან. ამ ეტაპზე აბსოლუტურად მისაღებია და მხარს დავუჭერ ხელოვნების და სპორტის განათლების კომპონენტში გაერთიანებას, თუმცა შემოქმედებითი კავშირები, მათ შორის თეატრის, კინოს და სხვა მიმართულებით დამატებით განხილვას მოითხოვს", - განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების და მეცნიერების სამინისტროს უერთდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა