ლია გიგაური - მოსწავლეების გამოკითხვით მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათ აგრესიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ოჯახი მიაჩნიათ

სკოლების მოსწავლეები აგრესიის ერთ-ერთ მიზეზად ოჯახში არსებულ სიტუაციას ასახელებენ, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში განაცხადა.

გიგაურმა დღეს დეპუტატებს და დარგის ექსპერტებს ბულინგის კუთხით სკოლებში არსებული პრობლემები გააცნო.

„მოსწავლეების გამოკითხვით მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათ აგრესიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ოჯახი მიაჩნიათ. შესაბამისად, პრობლემად მოზარდები ასახელებენ მშობლების მოუცლელობას და გულგრილ დამოკიდებულებას, ოჯახურ კონფლიქტებს, ძალადობას ოჯახში, რომელსაც ბავშვი ვერავის გაუზიარებს, მშობლის ამბიციებს, რომ მისმა შვილმა ყველაფერი მოასწროს. ქალაქში მცხოვრები მოსწავლეები ძირითადად ამბობენ, რომ მშობლების ინტერესია თუ რა ქულა მიიღო, იმეცადინა თუ არა ბავშვმა, თბილად აცვია თუ არა და ჭამა თუ არა. ხოლო სოფელში მცხოვრები მოსწავლეების მშობლების ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რა ქულა მიიღო ბავშვმა, შეასრულა თუ არა ის საოჯახო დავალება, რომელიც მშობელმა მისცა, პატარებს მოუარა თუ არა და თბილად აცვია თუ არა. რაც შეეხება იმას, თუ რა აწუხებს ბავშვებს, როგორც სკოლის მოსწავლეები ამბობენ, ხშირად არავის აინტერესებს, თუ რა აწუხებთ მათ", - განაცხადა ლია გიგაურმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, არაერთი პრობლემა გამოიკვეთა სკოლაშიც.

"მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლაში ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის მასწავლებლების გულგრილობა მაგალითად დაცინვაზე, კლასის დაჯგუფებებად დაყოფაზე და ა.შ. როგორც მოსწავლეები ამბობენ, მასწავლებლების მხრიდან მეტი აქცენტი კეთდება მის საგანში მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე, ვიდრე ცხოვრებისეულ პრობლემებზე საუბარზე. მოზარდების თქმით, არავინ ასწავლის მათ ბულინგის ამოცნობას, კონფლიქტების მართვას და ა.შ. მოზარდები ამბობენ, რომ კონფლიქტის მართვა წყდება ძირითადად ერთი ფრაზით - შერიგდით“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მოსწავლეებმა მოითხოვეს ფსიქოლოგი იმ სკოლებში, სადაც ის ამ ეტაპზე არ არის.

“კარგ და ცუდ მოსწავლეებად დაყოფა კვლავ არსებობს სკოლაში. იყო პრეტენზია მანდატურებთან დაკავშირებით, რომ ოქმის დაწერაზე არიან ორირენტირებული და სწორედ ამიტომ ცდილობს მოსწავლე პრობლემის დაფარვას, ანუ არ უზიარებენ პრობლემას, ვინაიდან მის წინააღმდეგ ოქმი არ შედგეს. იყო ასეთი საკითხი, მოსწავლეებმა დაასახელეს, რომ ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებმა თავად არ იციან რა არის ძალადობა და ბულინგი“, - განაცხადა გიგაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა