ქუთაისი-მილანის რეისის მგზავრები გაფრენამდე სასტუმრო ,,წყალტუბო პლაზაში“ გადაიყვანეს

ქუთაისი-დორტმუნდის რეისის დაგვიანებით შესრულების გამო, დღეს ქუთაისი-მილანის რეისი, ნაცვლად 16:10 საათისა 23:10 საათზე შესრულდება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრების ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები ავიაკომპანია „ვიზეარმა“ უზრუნველყო. ისინი ამ დროისთვის, კომფორტული ავტობუსებით, ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლებმა სასტუმრო ,,წყალტუბო პლაზაში“ გადაიყვანეს.

კომპანია "ვიზეარი" სასტუმროში ორჯერადი კვების ხარჯებს თავის თავზე იღებს. გაფრენამდე ორი საათით ადრე ქუთაისი-მილანის რეისის მგზავრებს კვლავ აეროპორტში გადაიყვანენ.

სასტუმროში განთავსების შესახებ ფოტო და ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში თავად მგზავრები ავრცელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა