„ევროპეისკაია პრავდა“ – უნგრეთი ნატოს სამიტზე საქართველოს და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას დაბლოკავს

უნგრეთი ნატოს სამიტზე საქართველოს და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას დაბლოკავს, - ამ სათაურით სტატიას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია, „ევროპეისკაია პრავდაზე“ დაყრდნობით აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, რომელიც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ პარტნიორია, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ ის ბრიუსელის სამიტზე ნატოს რეზოლუციას დაბლოკავს, რომელიც საქართველოსა და უკრაინის საკითხებს ეხება.

ამის მიზეზი, გამოცემის თქმით, ერთის მხრივ ბუდაპეშტსა და კიევს შორის უთანხმოებაა, რომელიც უკრაინაში უნგრელი უმცირესობის ენის საკითხს ეხება. უნგრეთი უკრაინისგან მოითხოვს განათლების კანონში ენის სტატუსის ნაწილის გაუქმებას და უნგრული თემებით დასახლებულ რაიონებში მოსწავლეებისთვის საშუალო სკოლებში უნგრულ ენაზე განათლების მიღების საშუალების მიცემას.

22 ივნისს, უკრაინის და უნგრეთის მინისტრების დონის შეხვედრის შემდეგ, რომელიც უკრაინის კარპატების სოფელ ბერეჰოვეში შედგა - უნგრეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია. ამავე შეხვედრის შემდეგ, უნგრეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბუდაპეშტი უკრაინის სამიტში მონაწილეობის წინააღმდეგ წასვლას არ გეგმავდა.

მინისტრების შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, უნგრეთმა გადაწყვეტილება შეცვალა, – ამბობს უკრაინული გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, წერილში საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი ორბანი წინააღმდეგ მისცემს ხმას ალიანსის შემოთავაზებას, რომელზეც მოლაპარაკება იყო უკრაინის და საქართველოს ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

ნატოში საქართველოს წარმომადგენლობის პრესსამსახური "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ნაწილზე მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

"ამერიკის ხმა" დაუკავშირდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ნატა ქორიძეს, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. "ამერიკის ხმა" ასევე დაუკავშირდა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ წარმომადგენლობას ნატოში. ამ დრომდე მათ ოფიციალური პასუხი არ დაუბრუნებიათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა