დახურული N7-ე პენიტენციური დაწესებულების ნახვა მოქალაქეებს 5 დღის განმავლობაში შეეძლებათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, დახურული N7-ე პენიტენციური დაწესებულების ნახვა მოქალაქეებს 5 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, ასევე, ნებისმიერ მოქალაქეს, ამ კვირის განმავლობაში დაათვალიერონ ყოფილი N 7-ე პენიტენციური დაწესებულება, 6 ივლისის ჩათვლით, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.

მათივე ცნობით, საჭირო იქნება სპეციალური ნებართვა, რომლის ასაღებადაც მსურველმა უნდა მიმართოს თავად სამინისტროს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N7-ე პენიტენციური დაწესებულება 2 ივლისს დახურა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი