ირაკლი ნოზაძე - იყო ჩემს ბავშვობაში მომენტები, როცა არალეგალურ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან შეხება მქონდა

იყო ჩემს ბავშვობაში მომენტები, როცა მქონდა შეხება არალეგალურ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან, თუმცა ეს მაშინ დასრულდა და მას შემდეგ ამასთან შეხება არ მქონია, - ამის შესახებ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტმა, ირაკლი ნოზაძემ მისი დაჭრის კომენტირებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

ნოზაძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანხა, რომლის გამოც ის დაჭრეს, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენას უკავშირდებოდა.

“იყო ჩემს ბავშვობაში მომენტები, როცა მქონდა შეხება არალეგალურ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან, მაგრამ ეს არ ყოფილა ზღვარს გადასული, არაფერი მსგავსი. ეს იყო ბავშვობის თავში ავარდნის წლები, რომელიც ძალიან მალე დასრულდა, თან შედეგიანად. მას შემდეგ მე არაფერი საერთო მქონია ამასთან და არც ვაპირებ რაიმე საერთო მქონდეს. პირიქით, მეც და ჩემი ჯგუფიც მხარს ვუჭერთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. პირადად ჩემი განწყობა არის, რომ გამსაღებლები მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. ძალიან გთხოვთ ყველას, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გავავრცელებთ, რადგან ძალიან ადვილად შეიძლება ადამიანს ნაჩუქარი სიცოცხლე მოუსპო“, - განაცხადა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს. ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა