გიგა ბოკერია - რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ადასტურებს, რომ პრინციპულად სწორი ნაბიჯი იყო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მიღება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ პრინციპულად სწორი ნაბიჯი იყო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მიღება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ სიაზე მუშაობა გასაგრძელებელია.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი პრინციპულად სწორი ნაბიჯი იყო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მიღება და რომ გასაგრძელებელია ამაზე მუშაობა. შესაყვანი გვყავს არა მარტო მარიონეტული სტრუქტურების წარმომადგენლები, არამედ რუსეთის საოკუპაციო ძალების უშუალო წარმომადგენლები, რომლებიც ხელს აფარებდნენ ამას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით,“ ქართული მხარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გაუარესებისკენ მივყავართ“.

კარასინმა თავისი განცხადების მაგალითად დაასახელა გაეროში შეტანილი მორიგი რეზოლუცია დევნილებთან და გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, ასევე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სასანქციო სია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება