მაია ცქიტიშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურ მდივანს დეცენტრალიზაციის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მენეჯმენტმა და ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებისა და დეცენტრალიზაციის პროცესის სიახლეები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე, ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რეფორმის ფარგლებში, საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონების, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური სიძლიერისა და მათ შორის არსებული უთანასწორობების აღმოფხვრის კუთხით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თვითმმართველობების როლის გაძლიერებასა და ადგილობრივ საჯარო მოხელეთა კომპეტენციის ამაღლებისა და ტრენინგის საჭიროებებზე, რაც თავის მხრივ თვითმმართველობის ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და უმნიშვნელოვანესია დეცენტრალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სამინისტროსა და ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები.

ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანმა ანდრეას კიფერმა დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით გადაიდგა. ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები, მიმდინარე წლის მონიტორინგის მისიის ანგარიშშიც დადებითად აისახა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონგრესი საქართველოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც ერთობლივი რეფორმების წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა