ლევან ხაბეიშვილი - მთავრობამ გადაწყვიტა 2 მლნ ლარად შეისყიდოს კონდიციონერები, გამოცდების 80% ისე დასრულდება, კონდიცირება ვერ მოესწრება

2 მლნ ლარზე მეტი თანხით განათლების სამინისტრო ერთ საგამოცდო ცენტრს ააშენებდა, სადაც ათასობით სტუდენტი გამოცდას კომფორტულ გარემოში ჩააბარებდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საგამოცდო ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვის საკითხთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, 29 ივნისით თარიღდება მთავრობის დადგენილება, რომლითაც ტენდერის გარეშე კონდიციონერების შეძენა უნდა მოხდეს. კომპანიას კი, რომელმაც კონდიციონერები უნდა შეიძინოს, 20 კალენდარული დღე ექნება მათ დასამონტაჟებლად. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამ დროში კი ეროვნული გამოცდებიც დამთავრდება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი დოკუმენტით, ხელისუფლება 27 ათასი ლარით ვენტილატორების შეძენასაც გეგმავს.

„განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 28 ივნისს გვითხრა, რომ ეროვნული გამოცდების დროს კონდიციონერი მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იქნებოდა, რადგან საამისოდ თანხები არ ჰქონდათ. ასევე იგი აცხადებდა, რომ კონდიციონერი ხმაურს იწვევს და შესაბამისად, ამიტომ არ ამონტაჟებდნენ. 29 ივნისს კი, მთავრობის დადგენილებით გადაწყვიტეს, 2 მლნ ლარად შეისყიდონ კონდიციონერები და თითოეულის ღირებულება 2 222 ლარია, რაც საბაზრო ღირებულებაზე მინიმუმ 1,5–ჯერ მეტია. მთავარი აქ ის არის, რომ გამოცდების 80% ისე დასრულდება, კონდიცირება ვერ მოესწრება. ახლა ხვდებიან, რომ ეს ვერ ესწრება და კიდევ ერთი მიმართვაა – ტენდერის გარეშე კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმონ, 27 ათასი ლარის ვენტილიატორების შესაძენად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა ეროვნულ გამოცდებს დაუგეგმავი შეხვდა და კარგად იცოდა, რომ ივლისში სიცხე იქნებოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს