თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე გზის შეკეთების სამუშაოები სრულდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე გზის საფარის აღდგენითი სამუშაო დასრულების ეტაპზეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოხდა გზის ორმოული შეკეთება, მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები. გრძელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

სამუშაოს დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მხრივ, ყველაზე მაღალი ინტენსივობის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალით (აღმოსავლეთიდან-დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და პირიქით) საკურორტო და რეკრეაციულ ზონებამდე მისვლა შეუფერხებლად და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზასთან ერთად, დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად გრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა