მამუკა მდინარაძე - ვარაუდზე თუ დავალთ, პირი, ვისაც შეიძლება გ.მ-სთვის დაზიანება მიეყენებინა, არის დ.ღ.

ვარაუდზე თუ დავალთ, პირი, ვისაც შეიძლება გ.მ-სთვის დაზიანება მიეყენებინა, არის დ.ღ - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. დეპუტატი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელ ირაკლი ფიფიასგან დაინტერესდა, თუ ვინ მიაყენა დაზიანება ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთ ფიგურანტ პირს გ.მ-ს და შემდეგი მოცემულობა შესთავაზა.

„ფარდულში იმყოფებოდნენ ერთ მხარეს დავით სარალიძე და დ.ღ., ხოლო მეორე მხარეს გ.ჯ, გ.ბ და მ.კ. იქიდან გამომდინარე, რომ სარალიძე და დ.ღ. ერთი მხარეა და გ.მ-ს აქვს მიყენებული დაზიანება, თქვენი ვერსიით, რატომ არ დაიწყო ამ მიმართულებით გამოძიება? შესაძლოა ეს მაღალ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდეს, თუმცა ყველაზე მაღალი ალბათობით გ.მ-სთვის დაზიანება შესაძლოა მიყენებული ჰქონდეს დ.ღ-ს. ამასთან, სარალიძეს დანა არ უფიქსირდება ხელში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამომძიებლის ინფორმაციით, თვითონ გ.მ-მ არ იცის ვინ მიაყენა დაზიანება. მისივე თქმით, გამოძიების ეტაპზე ფარულ ჩანაწერში გ.ბ-ს მიერ აღწერილი პირი, ვინც შესაძლოა დაზიანება მიაყენა გ.მ-ს, ემთხვევა დ.ღ-ს აღწერილობას.

„თვითონ გ.მ-მ არ იცის ვინ მიაყენა დაზიანება. მან დაზიანება მიიღო იმ პროცესში, როდესაც აპირებდა ფარდულიდან სარალიძის გამოქაჩვას. ფარდულში უშუალოდ შიგნით მეორე მხარიდან დ.ღ-ს გარდა არავინ ყოფილა, მაგრამ ეს სამართლებრივად არ არის იმის დასაბუთება, რომ ზუსტად ამ ადამიანმა მიაყენა დაზიანება.

მე გაცნობილი ვარ ფარულ ჩანაწერს გ.ბ-სთან სადაც ხდება ოპერატიული გასაუბრება. ერთადერთი ადამიანი, რომელიც რაიმე ცნობას გვაწვდის გ.მ-ს ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით, არის მხოლოდ გ.ბ., რომელიც აღწერს პირს ტანსაცმლით და თმების მეშვეობით. ეს აღწერილობა ემთხვევა დ.ღ-ს აღწერილობას.

თუმცა, აქ არის ერთმნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ გ.ბ-მ არ იცის ეს პიროვნება, ვინ არის. იგი ვერ ხედავს იმ პირს, ვინც გ.მ.-ს მიაყენა დაზიანება“, - განაცხადა ირაკლი ფიფიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა