ასტანაში „საპარტნიორო ფონდს“, ყაზახურ კომპანია „სემურგ ინვესტსა“ და ყაზახურ ეროვნულ კომპანია „ყაზახ ინვესტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გამართულ საერათაშორისო საინვესტიციო ფორუმში Kazakhstan Global Investment Roundtable მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდს“, ყაზახურ კომპანია „სემურგ ინვესტსა“ და ყაზახურ ეროვნულ კომპანია „ყაზახ ინვესტს“ შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მათი ინფორმაციით, მემორანდუმი კასპიის ზღვაზე მშენებარე კურიკის პორტსა და შავი ზღვის პორტებს შორის თანამშრომლობასა და ევრაზიულ დერეფანში ლოგისტიკური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ასტანაში მიმდინარე საინვესტიციო ფორუმს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის წევრები და 500-მდე წამყვანი ბიზნეს კომპანიის ლიდერები ესწრებიან. საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაქიზან სანგიტაევმა გახსნა.

Kazakhstan Global Investment Roundtable-ის ძირითადი განსახილველი საკითხებია: ახალი რეგიონული ინიციატივები, საინვესტიციო სტრატეგია, ევრაზიული დერეფნის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ორიენტირებული კონკრეტული პროექტები, „აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანები, ახალი ბიზნეს პლატფორმის შესწავლა და გლობალური ეკონომიკური პოლიტიკა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა