იაშვილის კლინიკაში ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამა ფუნქციონირებს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამა ფუნქციონირებს, რომლის ძირითადი მიზანია დაავადების დიაგნოსტიკა, მკურნალობაში დროულად ჩართვა და პაციენტთა სწორი მართვა.

„ევექსის“ ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი სერვისები სრულიად უფასოა და ფინანსდება სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ მიერ.

„პროგრამით ფინანსდება ეპილეფსიის დიაგნოსტიკა, რაც ხორციელდება ეროვნული გაიდლაინების/პროტოკოლების შესაბამისად: გულყრის/გულყრების ფენომენოლოგიის შეფასება, გულყრის/გულყრების კლასიფიცირება, ეპილეფსიური სინდრომის კლასიფიცირება, სავარაუდო ეტიოლოგიის განსაზღვრა.

თავის მხრივ, დიაგნოსტიკის პროცესი მოიცავს: პირველად სკრინინგს, ნევროლოგის კონსულტაციას, მეორად ეპილეფტოლოგიურ სკრინინგს-ნევროლოგის შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში ელექტროენცეფალოგრაფიული /ეეგ/ კვლევას და შეფასებას; ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებასა და განვითარების შეფასებას; მულტიდისციპლინურ კონსილიუმსა და დასკვნით ეპილეფტოლოგიურ დაიგნოსტიკას: აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე არ უსარგებლიათ აღნიშნული პროგრამით და აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

0-წლიდან ზემოთ საქართველოს მოქალაქე; არსებობს პაციენტის/მეურვის/ოჯახის ექიმი/პედიატრის/სხვა ექიმის ეჭვი ეპილეფსიაზე, ან უკვე დიაგნოსტირებული შემთხვევაა.

უფასო პროგრამულ სერვისების მიღება ასევე შესაძლებელია სამედიცინო კორპორაცია ევექსის შემდეგ ჰოსპიტალებში: რეგიონული ჰოსპიტალში (მის. ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქ.#23); „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ - ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალში (მის.ქ.ქუთაისი, ოცხელის ქ. №2, ნაკვეთი №2); დასავლეთ საქართველოს რეფერალურ ჰოსპიტალში (მის. ქ.ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა); ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი (მის. თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევი, №1-ში (ნაკვეთი 05/059)“, - აცხადებენ „ევექსში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა