ტექნოპარკში თემაზე – „რა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის“ შეხვედრა გაიმართება

ტექნოპარკში დღეს თემაზე – „რა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის“ FABTALKS-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტექნოპარკიდან აცნობეს, მოწვეული სტუმარია გამოცდილი ანტრეპრენიორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი - დავით ჩეჩელაშვილი, რომელსაც აქვს აშშ-ში მუშაობის გამოცდილება. „ის იყო თანადამფუძნებელი ხუთი გლობალური სტარტაპის ხელოვნური ინტელექტის და იმერსიული ვიზუალიზაციის მიმართულებით. დავით ჩეჩელაშვილი ასევე კითხულობს ლექციებს ინოვაციურ მეწარმეობაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შეხვედრის სპიკერი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებს წარმოებაზე და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ის სტარტაპებს და დაინტერესებულ პირებს მისცემს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოახდინონ დიზაინის ოპტიმიზაცია ხელშესახები პროდუქტის შექმნისა და წარმოებისთვის“, - ნათქვამია ტექნოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა