თავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, აუქმებს

თავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია „ენვერის“ დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, კანონით დადგენილ ვადაში გააუქმებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ დავების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო, რადგან დავების საბჭომ უწყებას ტენდერის პირობების გადასინჯვა დაავალა.

„21 ივნისს გამოვიდა დავების საბჭოს გადაწყვეტილება, სადაც დავების საბჭომ დაგვავალა ტენდერის პირობების გადასინჯვა. თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის ემორჩილება და ასრულებს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, გამოცხადდება ახალი ტენდერი უკვე გადასინჯული და გადახედილი პირობებით“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების განმარტებით, ტენდერი მაღალყელიან სამხედრო ფეხსაცმელს უკავშირდებოდა.

სტუდია ”მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს ”გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა