საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციასა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, პროპაგანდის და დამკვიდრების წესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციასა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია GURTİAD-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„მემორანდუმის ფარგლებში ქართულ-თურქული ასოციაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ჩვენ დიდ წვლილს შევიტანთ როგორც ჩართულობით, ასევე ფინანსური დახმარების მოძიების საკითხებში", - განაცხადა ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია GURTİAD-ის პრეზიდენტმა ჯელალ სანჯარმა.

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა ცივაძე იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო გააღრმავებს ქართველ და თურქ ბიზნესმენთა შორის ურთიერთობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა