ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად, 14 წლის მოზარდი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, მაღალი ძაბვის ბოძზე დენის დარტყმის შედეგად, 14 წლის მოზარდი დაიღუპა.

სოფელში მერის წარმომადგენლის, ნათია წითლიძის ინფორმაციით, მოზარდი სიმაღლეზე ვარჯიშობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

„შემთხვევა გუშინ მოხდა. მოზარდს თან ახლდნენ მეგობრები და ძმა. სიმაღლეზე ასვლაში ხშირად ვარჯიშობდა ხოლმე იმ ბოძზე. სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს, მაგრამ მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ნათია წითლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა