„ახალი საქართველო" - პრეზიდენტმა პოროშეკომ, ვაშაძის გუნდის მიერ შემუშვებული ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი დაამტკიცა

პრეზიდენტმა პოროშეკომ, ვაშაძის გუნდის მიერ შემუშვებული ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი დაამტკიცა. ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში დღეს, ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი დაამტკიცეს. დოკუმენტი, რომელიც „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ესპერტებმა შეიმუშავეს, 7 მთავარი პუნქტისგან შედგება. ფონდის დამფუძნებელი და პროექტის ავტორი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ პრიორიტეტულ ინიციატივებზე მუშაობა 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„ეკონომიკური მოდერნიზაციის დოკუმენტი, რომელიც შევიმუშვეთ, არის რევოლუციური გარღვევა უკრაინის ეკონომიკის განვითარებისთვის. განვითარების 7 პუნქტი, რომელსაც მოდერნიზაციის აქტი მოიცავს, სრულიად გარდაქმნის და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას და უკრაინელ ხალხს. 25 წლის მანძილზე იქმნებოდა უკრაინაში, ეკონომიკური კონცლაგერი. ამან, ჩამაოაყალიბა ოლიგარქიული სისტემა, სადაც რეგულაციების გავლა მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ. ამ აქტით კი ჩვენ ვქმნით თავისუფალი გავნითარების შესაძლებლობას ბიზნესისთვის და თვითრეალიზების შესაძლებლობას უკრაინელი ხალხისთვის. ამ აქტით, უკრაინა სერიოზულად გააძლიერებს კორუფციასთან ბრძოლას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უკრაინის ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი დღეს დაამტკიცეს. ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უკრაინის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. პარტიის ინფორმაციით, უკრაინის რადამ, რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა კანონპროქტი ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ, რომელიც „ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა“ შეიმუშვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა