გასარუჯად ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობით მამაკაცი რეანიმაციაშია მოთავსებული, ქალი კი ხელწერილის საფუძველზე სახლში გაეწერა

ლეღვის ნახარშის გამოყენებით რუჯის მისაღებად დამწვრობის ცენტრს გუშინ ორმა პირმა მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ლეღვის ნახარშის გამოყენებით დამწვარი ორი პაციენტიდან ერთ-ერთმა, 26 წლის ქალმა ცენტრში მკურნალობაზე უარი განაცხადა და ხელწერილის საფუძველზე სახლში გაეწერა. 23 წლის მამაკაცი კი მკურნალობას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

„26 წლის ქალბატონსაც აუცილებლად სჭირდებოდა სტაციონარული მკურნალობა, თუმცა მან უარი განაცხადა და თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მათ მე–2 და მე–3 ხარისხის ქიმიური დამწვრობები აღენიშნებათ, რომელიც რუჯის მისაღებად ლეღვის ნახარშის გამოყენებით მიიღეს. წელს სულ ლეღვის ნახარშის გამოყენების სამი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი შემთხვევა რუჯის მიღების მიზნით, ხოლო „სამკურნალო თვალსაზრისით“ – ერთი. ერთ–ერთ ქალბატონს მოატყუეს, სახსრები აწუხებდა და ლეღვის ნახარშის საფენების გაკეთება ურჩიეს“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა