ოთარ კახიძე - საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნებს ფსიქოლოგების მონაწილეობით დაკითხავს

საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნებს ფსიქოლოგების მონაწილეობით დაკითხავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხდა.

„არასრულწლოვნების გამოკითხვა და მათგან ახსნა-განმარტების მიცემა მოხდება პროფესიონალი ფსიქოლოგების მონაწილეობით იმისთვის, რომ არასრულწლოვნებს არ მიადგეთ დამატებითი სტრესი და არ ჰქონდეთ ოფიციალური გარემო, რომელიც პარლამენტში გვაქვს სრულწლოვნებისთვის. ჩვენ მათგან მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც დამუშავდება საქმის მასალებთან ერთად და დაედება საფუძვლად კომისიის შემდგომ დასკვნებს,’’ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა შაბათს, 7 ივლისს გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი