ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების დახაზვა დაიწყო

ზურაბაშვილის ქუჩიდან ქეთევან წამებულის (ავლაბრის) მოედნამდე დაახლოებით 2200-მეტრიანი მონაკვეთის დახაზვა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო პროცესს ადგილზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე გაეცნო.

საგზაო მონიშვნები, მათ შორის, ქვეითთა გადასასვლელები, თერმო და ცივი პლასტით დაიხაზება. თერმო და ცივი პლასტი მდგრადი საღებავია, რომელიც ასფალტზე მინიმუმ 3 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

სამუშაოებს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დავალებით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ელიტ ტექნოლოჯი“ შეასრულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა