ირაკლი ნადირაძე - დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გაირკვევა, გენგეგმის ცვლილება მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ მოხდა თუ - ბიზნესჯგუფების

ვნახოთ, თბილისის მერიას გამოუვიდა თუ არა გენგეგმის ჯგუფთან რაიმე და ისეთი ცვლილება ხომ არ მოხდა, რომლითაც დაზარალდა თბილისელების ინტერესი, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გენგეგმაზე მომუშავე "სითი ინსტიტუტი" თბილისის მერიასთან გარკვეულ საკითხებზე დაპირისპირებისას ძალიან ხისტი იყო და არ აპირებდა დათმობას. როგორც ნადირაძემ აღნიშნა, ოპოზიციურ ფრაქციებს განახლებული გენგეგმა ჯერ არ მიუღიათ და დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გაირკვევა, გენგეგმის ცვლილება მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ მოხდა თუ ბიზნესჯგუფების.

"მზად ვართ, რომ გენგეგმის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დოკუმენტს გავეცნოთ. იმედი მაქვს, ფრაქციებს დღის ბოლომდე მაინც გამოგვიგზავნიან საბოლოო ვერსიას.

ფაქტია, რომ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი იყო ძალიან ხისტი და არ აპირებდა დათმობას გარკვეულ საკითხებზე. ვნახოთ, თბილისის მერიას გამოუვიდა თუ არა რაიმე გენგეგმის ჯგუფთან და ისეთი ცვლილება ხომ არ მოხდა, რომლითაც დაზარალდა თბილისელების ინტერესი და ხომ არ შეიცვალა გენგეგმა არა მოქალაქეების, არამედ კონკრეტული ბიზნესჯგუფების სასარგებლოდ“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისივე შეფასებით, როგორი კარგი დოკუმენტიც არ უნდა იყოს გენგეგმა, თუ მისი დამტკიცების პარალელურად არ შეიტანენ ცვლილებას და არ დაამტკიცებენ იმ აქტებს, რომლითაც იკრძალება ან მაქსიმალურად იზღუდება მშენებლობის კოეფიციენტების მავნე პრაქტიკა, გენგეგმის მიღება აზრს დაკარგავს.

„ამიტომ ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ კონსტრუქციულ რეჟიმში, მაგრამ ასევე ველოდებით, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგან მათაც და მაქსიმალურად შევზღუდოთ ან ავკრძალოთ კოეფიციენტების გაყიდვის მავნე პრაქტიკა და ისეთი სპეციალური ზონალური შეთანხმებების გაცემა, რომლითაც მათ შორის რეკრეაციულ ზონაში შეიძლება სხვადასხვა ტიპის მშენებლობა,"- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა