„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში „კორუფციის რისკების შესამცირებლად“ რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში „კორუფციის რისკების შესამცირებლად“, კონკრეტული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციამ კორუფციის რისკებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ მისაღებია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადამეტებულ უფლებამოსილებებს შეამცირებს.

„კანონით გარანტირებული უნდა იყოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციური და ფუნქციონალური დამოუკიდებლობა. ასეთი დამოუკიდებლობა ხელს შეუწყობს მომავალ მოსამართლეებად პროფესიონალი კანდიდატების მოზიდვას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს მოსამართლედ დანიშვნის დროს კანდიდატის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დასაბუთების ვალდებულება, რაც უფრო კვალიფიციური და ღირსეული კადრებით შეავსებს სასამართლო სისტემას და შედეგად, აამაღლებს საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიმართ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ უნდა გაძლიერდეს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების მექანიზმები.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის არსებული ფართო და ბუნდოვანი საფუძვლები უნდა დაკონკრეტდეს და შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან“, - აღნიშნულია დასკვნაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა