რომან გოცირიძე - მთავარი პროკურორის შერჩევის კრიტერიუმი არის მორჩილება, უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შეასრულებს შავ-ბნელ და ჭუჭყიან დავალებებს

მთავარი კრიტერიუმი არის მორჩილება, შავ-ბნელი საქმეების შესრულება და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც შეასრულებს ყველაზე ჭუჭყიან დავალებებს, - ამგავარდ აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მთავარი პროკურორის შერჩევის თემას. მისი თქმით, მთავარ პროკურორს ნულოვანი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან.

„მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მთავრი პროკურორობის კანდიდატთა სია, ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს ეყოლება მომავალი მთავარი პროკურორი, რომელიც იქნება მორჩილი. არის ძალიან ცუდი შეთავაზებები ხელისუფლების მხრიდან და ამ ცუდიდან ამოარჩევენ ყველაზე უარესს. მთავარი კრიტერიუმი არის მორჩილება, შავ-ბნელი საქმეების შესრულება და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც შეასრულებს ყველაზე ჭუჭყიან დავალებებს. აი, ეს სურათი მივიღეთ. დანარჩენი 15, საკმაოდ ღირსეული ადამიანი არის მხოლოდ ფონი და ანტურაჟი, ილუზიის შესაქმენალად, რომ თითქოს და რაღაც დემოკრატიული წესით ხდება მთავარი პროკურორის შერჩევა. ახალ პროკურორს ნულოვანი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან და იგი იქნება ძალიან დიდი საზოგადოებრივი და პოლიტიკური წნეხის ქვეშ და კიდევ ერთი გარემოება - პროკურორი, რომელიც აირჩევა თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, დამატებითი პრობლემა გახდება მომავალში ქვეყნისთვის. ის რაც ახლა ხდება, ეს არის სრული იგნორირება ყველა ნორმისა, არასამთავრობო სექტორის და საზოგადეობის მოთხოვნის. ეს არის ჯიუტად მცდელობა იმისა, რომ პროკურორი იყოს მორჩილი ერთი ადამიანის და შეასრულოს მხოლოდ ის დავალება, რომელიც მოდის ზემოდან. მისთვის მთავარი უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილების მიღება და არა კანონმორჩილება,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის ბრძოლას 18 კანდიდატი აგრძელებს. როგორც საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დასახელებულ კანდიდატებს შორის კვლავ რჩებიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

ამასთან, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად რიგითობით მთავარი პროკურორობის შემდეგი კანდიდატებია წარდგენილი: პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებს შორის შალვა თადუმაძე ხელისუფლების ფავორიტად სახელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა