შსს-ს წარმომადგენელი - ესპანეთში დაკავებულებს საქართველოში მხოლოდ ერთ პირთან ჰქონდათ კავშირი

ესპანეთში დაკავებულებს საქართველოში მხოლოდ ერთ პირთან ჰქონდათ კავშირი, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის მოადგილემ გიორგი დვალიშვილმა განაცხადა.

შსს-ს წარმომადგენლის ცნობით, გამორიცხული არ არის ესპანეთის სამეფოდან ღონისძიებებმა საქართველოში გადმოინაცვლოს.

"არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს ესპანეთის სამეფოში რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც კავშირში იყოს დაკავებული დაჯგუფების წევრებთან.

ეს დაჯგუფება ესპანეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა და არ ქონდა საქართველოსთან კავშირი. მხოლოდ ერთ ადამიანთან ჰქონდათ საქართველოში კავშირი. შსს აგრძელებს მუშაობას და არ არის გამორიცხული ამ ღონისძიებებმა საქართველოში გადმოინაცვლოს", - განაცხადა გიორგი დვალიშვილმა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია - სახელწოდებით „კუში-2“ ჩაატარა, სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი.

მისივე თქმით, სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა და მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს