ნაზი ჯანეზაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან იმ რეალობის დოკუმენტირება მოხდა, რაც სასამართლო სისტემაშია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ კვლევა არის მნიშვნელოვანი, რადგან მოხდა დოკუმენტირება იმ ინფორმაციისა და იმ რეალობისა, რომელიც არის სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ჯანეზაშვილის თქმით, საზოგადოებაში უკვე აღიარებულია და ამაზე არაერთი ორგანიზაცია, ექსპერტი საუბრობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ძალაუფლება.

"მათ შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება სასამართლოსთან დაკავშირებით. ყველაფერი, ყველანაირი ძალაუფლება არის ამ ადამიანების ხელში. ამიტომ, როდესაც ასეთი დიდი ძალაუფლება კონცენტრირებულია რამდენიმე ადამიანის ხელში, ბუნებრივია, აქ რისკები ჩნდება დიდი. რისკები ჩნდება იმის, რომ მათ მიიღონ სუბიექტური ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტილებები და ბუნებივია, ეს აჩენს კორუფციის რისკებსაც. მე გეტყვით თუნდაც მოსამართლეთა დანიშვნის მაგალითს, როდესაც მოსამართლეების დანიშვნა, რეალურად არ ხდება სამართლებრივი დასაბუთების საფუძველზე. გადაწყვეტილებები მიიღება ბუნდოვნად, რადგან გარიგებებს აქვს ადგილი ყოველ ჯერზე როდესაც მოსამართლის დანიშვნა ხდება. ბუნებრივია, როდესაც მოსამართლეების კონკრეტული ჯგუფის ხელშია ძალაუფლება, რისკები კორუფციის მაღალია",- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იგი მიიჩნევს, რომ ამ კვლევის შედეგებით აუცილებად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები, რადგან საუბარი არის კონკრეტულ მოსამართლეებზე, გვარებზე რომელსაც აქვთ ძალაუფლება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი