მესტიის მაჟორიტარი - სოფელი ორადაა გაყოფილი, წაღებულია ყველა ხიდი, გარდა ერთისა, მოსახლეობაში პანიკა შეიმჩნევა

სოფელ მესტიაში სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი დაიტბორა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და გზა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოში სოფლის მაჟორიტარმა ზაზა ვიბლიანმა განუცხადა.

მისი თქმით, სოფელში სრულიად მოშლილია ინფრასტრუქტურა და ხალხი პანიკაშია.

„სოფელი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი ერთ მხარესაა დარჩენილი, მეორე კი - მეორე მხარეს. პანიკაც შეიმჩნევა ხალხში. სახლების გარკვეული რაოდენობა დატბორილია. წაღებულია სოფელში არსებული ყველა ხიდი, ერთის გარდა. სოფელი მოწყვეტილია სხვა სოფლებს ისე, რომ ერთიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. აქ არის ყველა შესაბამისი სამსახური. ადიდებულია მდინარე, ჩამოიშალა მთის ნაწილი და მთლიანად მოდის ეს მასა. ამ დროისთვის მისი დონე შედარებით დაწეულია“, - თქვა ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში, მთა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა ადიდდა.

ჭუბერის თემის რწმუნებულის ინფორმაციით, 10 თემი და ჭუბერის მთელი ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი