ვიქტორ ორბანი - მიგრანტები გერმანიიდან არა უნგრეთში, არამედ საბერძნეთში უნდა დააბრუნონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მიგრანტები გერმანიიდან არა უნგრეთში, არამედ საბერძნეთში უნდა დააბრუნონ.

„გერმანია და უნგრეთი მიგრაციის საკითხში სხვანაირად უყურებენ სამყაროს, სხვადასხვა მოსაზრება აქვთ, თუმცა, ჩვენ თანამშრომლობისკენ მივისწრაფვით“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნგრეთი ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების შესვლის პირველი პუნქტი არ არის. „უნგრეთში მოხვედრა მხოლოდ საბერძნეთის გავლით შეიძლება. ამიტომაც მივიჩნევთ, რომ მიგრანტები გერმანიიდან საბერძნეთში უნდა დააბრუნონ“, - აღნიშნა მან.

ვიტქორ ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთის სტრატეგიული გეგმაა ევროპის დაცვა და თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა