ლაშა ტუღუში - მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს და პირველ რიგში, სისტემური ცვლილებები განხორციელდეს

მთავარი პროკურორის არჩევის სისტემა ისეთია, ჯოხი რომ დაარჭო, იმას აირჩევენ, - ამის შესახებ მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

ტუღუშის აზრით, მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს და პირველ რიგში, სისტემური ცვლილებები განხორციელდეს. “ეს არის მანკიერი, ერთპარტიული სისტემა. შევხედოთ, როგორია საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა. ამ სისტემამ არ შეიძლება ნორმალური კანდიდატურა შვას - შეუძლებელია ცუდი სისტემით კარგი პროფესიონალი მოვიდეს. ამ სისტემის სხვა ნაწილებიც ანალოგიურია. ამიტომ ჩვენ რეფორმასა და ინსტუტიციებზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა ტუღუშმა გადაცემა “360 გრადუსში“.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, საუბარი იყოს დამოუკიდებელ მთავარ პროკურორზე და მთავარ კანდიდატად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყოს წარმოდგენილი. “რა თქმა უნდა, მივიღებთ ბევრად უარეს ვითარებას, რადგან კლანური და კორპორაციული ინტერესები კიდევ უფრო გაღრმავდება - მთელი პროკურატურა გაბაიბურებული იქნება“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა