სპეციალისტებმა ჭუბერში მომხდარი სტიქიის მიზეზების შესწავლა დაიწყეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ნენსკრას ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამთავრობო შტაბში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სპეციალისტების განმარტებით, მდინარე ნენსკრაზე და მის შენაკადებზე ადგილი ჰქონდა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების ( უხვი ატმოსფერულინალექი, წყალდიდობა, დატბორვა, მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა, ნაპირების გარეცხვა) თანხვედრას.

„სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები (ხიდები, გზები შენობა ნაგებობები და სასოფლო-სამეურნეონსავარგულები) სტიქიის ზონაში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს სტიქიის გამომწვევი მიზეზების დეტალური შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, რის თაობაზეც ეცნობება საზოგადოებას.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სპეციალისტები ადგილზე აგრძელებენ მუშაობას“, - აცხადებენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა